360° პანორამები და ვირტუალური ტურები

ჩვენ შესახებ

360 გრადუსიანი პანორამული ფოტოგრაფიის სფეროში 2016 წლიდან სამოყვარულო დონეზე დავიწყეთ. უამრავი  გადაღებისა და გამოცდილების დაგროვების შემდეგ, 2020 წელს გადავწყვიტეთ ეს საქმიანობა ახალ ეტაპზე გადაგვეყვანა და საყვარელი საქმე პროფესიად გვექცია.

ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავების პროცესში აღმოჩნდა, რომ მსგავსი ფოტოების პოტენციალი გაცილებით შთამბეჭდავია, ვიდრე წარმოგვედგინა. 360 გრადუსიანი პანორამებიდან ინტერაქტიულ ვირტუალურ ტურებამდე მივედით.

ამ ეტაპზე მომხმარებელს მაღალი ხარისხის 360 გრადუსიან პანორამებს და ინტერაქტიულ 3D ვირტუალურ ტურებს ვთავაზობთ, რისთვისაც საუკეთესო ხარისხის ტექნიკურ და პროგრამულ უზრუნველყოფას ვიყენებთ.

რატომ უნდა გქონდეთ 360 გრადუსიანი ფოტოები ან 3D ტური?

სივრცის უკეთესი აღქმა

360 გრადუსიანი პანორამული ფოტო მნახველს შესაძლებლობას აძლევს თავი წარმოიდგინოს ფოტოს შუაგულში და დაათვალიეროს მის გარშემო არსებული სივრცე სრულად, შესაბამისად 10-15 ფოტოს ნაცვლად მხოლოდ ერთი ფოტოდან იღებს მომხმარებელი ინფორმაციას კონკრეტული სივრცის შესაბებ.

კომფორტული გარემო

ცნობილი ფაქტია, რომ მომხმარებელთა უმეტესობისთვის გაცილებით უფრო კომფორტულია ნაცნობ ადგილზე ვიზიტი, ვიდრე სრულიად უცხო გარემოში წასვლა საყიდლებზე, სამკურნალოდ თუ დასასვენებლად. 360 გრადუსიანი ფოტოები და 3D ვირტუალური ტური კი მნახველების დაახლოებით 40-45 პროცენტში აღძრავს გრძნობას, რომ ეს ადგილი მათთვის ნაცნობია, შესაბამისად თავს კომფორტულად გრძნობენ ამ ადგილის სტუმრობისას.

თანამედროვე და ინოვაციური

როდესაც კომპანიები აქვეყნებენ ახალი ტიპის კონტენტს, როგორიც არის მაგალითად 360 გრადუსიანი ფოტო ან ვირტუალური ტური, ამით ისინი მომხმარებლისთვის აღიქმებიან ინოვაციურად, ხშირ შემთხვევაში ეს კარგი ინდიკატორია რომ კომპანია ფეხს უწყობს თანამედროვეობას. (Greenlight VR-ის კვლევის თანახმად, მომხმარებელთა 71% თანამედროვედ თვლის კომპანიებს, რომლებიც იყენებენ 360 გრადუსიან ფოტოებს, 53% კი ამბობს, რომ ყიდვისას უპირატესობას სწორედ ასეთ კომპანიას მიანიჭებდა).

  • 4K/30fps

    Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisi cing elit, sed do eiusmod tempor incididunt ut abore et dolore magna

  • 1-Inch Sensor

    Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisi cing elit, sed do eiusmod tempor incididunt ut abore et dolore magna

Drone-2.png
  • Mechanical Shutter

    Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisi cing elit, sed do eiusmod tempor incididunt ut abore et dolore magna

  • 15-Minute Max Flight Time

    Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisi cing elit, sed do eiusmod tempor incididunt ut abore et dolore magna