360° პანორამები და ვირტუალური ტურები
ჩვენ შესახებ
ჩვენი მიზანია თითოეული პროექტი იყოს არა მხოლოდ ტექნიკურად გამართული, არამედ შთამბეჭდავი, მარტივად დასათვალიერებელი და რეალურ სივრცეს მაქსიმალურად მიმსგავსებული. ვირტუალური ტური არის ძლიერი მარკეტინგული ინსტრუმენტი — ჩვენ კი მზად ვართ დაგეხმაროთ თქვენი სივრცის საუკეთესო ვერსიის წარმოჩენაში.
3Dtours 2020 წლიდან ქმნის საუკეთესო ხარისხის 360 გრადუსიან ფოტოებსა და ვირტუალურ ( VR tour ) ტურებს. ამ სფეროში 5+ წლიანი გამოცდილება, ცოდნა და თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ვიზუალურად ძლიერი და მაღალი ხარისხის ვირტუალური სივრცეები.
ვმუშაობთ პრემიუმ კლასის აღჭურვილობით — მაღალი რეზოლუციის კამერებით, სპეციალიზებული ლინზებითა და მოწინავე პროგრამებით, რისი დახმარებითაც ვქმნით დეტალურ, მკვეთრ და რეალისტურ 360° პანორამებს, რომლებიც ზუსტ წარმოდგენას აძლევს მაყურებელს სივრცის შესახებ.
ვქმნით ნებისმიერი სირთულის ინტერაქტიულ ვირტუალურ ტურებს, დამატებითი ფუნქციებითა და ჩანართებით:
- ტექსტური და ვიზუალური ინფო-ბლოკები
- ვიდეო და აუდიო ინტეგრაცია
- ლოკაციის ნიშნულები და სხვა.
ასევე მომხმარებელს ვთავაზობთ Google Street View (GSV)-ზე 360 გრადუსიანი ფოტოების ატვირთვას — რაც ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, გახდეს უფრო თვალსაჩინო Google Maps-ში და მოიზიდოს მეტი მომხმარებელი.
რატომ უნდა გქონდეთ 360 გრადუსიანი ფოტოები და 3D ვირტუალური ტური?
სივრცის უკეთესი აღქმა
360° ფოტოები და ვირტუალური ტური (VR tour) ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას — მომხმარებელმა მათი სივრცე ნახოს დისტანციურად, რეალისტურად და დეტალურად. 360 გრადუსიანი ფოტო მნახველს შესაძლებლობას აძლევს თავი წარმოიდგინოს ფოტოს შუაგულში და დაათვალიეროს მის გარშემო არსებული სივრცე სრულად, ვირტუალური ტური კი ერთმანეთთან დაკავშირებული 360 გრადუსიანი ფოტოების ერთობლიობაა, რომლის საშუალებითაც მთლიანი სივრცის დათვალიერებაა შესაძლებელი სხვადასხვა წერტილიდან.
კომფორტული გარემო
ვირტუალური ტური ზრდის ნდობას და ეხმარება პოტენციურ მომხმარებელს გადაწყვეტილების მიღებაში ჯერ კიდევ სტუმრობამდე. დამატებით, Google Maps-ზე 360 გრადუსიანი ფოტოების განთავსება აუმჯობესებს ბიზნესის ხილვადობას და იზიდავს მეტ ორგანულ ტრეფიკს. მომხმარებლები, რომლებიც ხედავენ ხარისხიან ვირტუალურ ტურს, უფრო დიდხანს რჩებიან გვერდზე და უფრო ხშირად ირჩევენ იმ ლოკაციას, რომლის გარემოც კარგად აქვთ წარმოდგენილი.
ვისთვის არის ეფექტური ვირტუალური ტური?
ვირტუალური ტური განსაკუთრებით ეფექტურია სასტუმროებისთვის, რესტორნებისთვის, კაფეებისთვის, უძრავი ქონებისთვის, სკოლებითვის, უნივერსიტეტებისთვის, კლინიკებისთვის, ოფისებისთვის და ნებისმიერი სივრცისთვის, რომელსაც სურს მეტმა მომხმარებელმა ნახოს მათი სივრცე სრულად და დეტალურად.








